თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორად იქნა წარმართული
03-07-2018, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უთხრა, რომ 35 დღის განმავლობაში, რომელიც მათ კანონით ჰქონდათ განსაზღვრული, ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო, თუმცა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე გამოძიება სწორად იქნა წარმართული.

 


„პირველ რიგში მინდა გიპასუხოთ, რომ ხორავას ეპიზოდთან დაკავშირებით იმ შემჭიდროვებულ ვადებში, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ 35 დღე გვქონდა, ყველა მოქმედების ჩატარება შეუძლებელი იყო. მკვლელობის ფაქტს რაც შეეხება, ყველა დეტალი იქნა ამოწურული. სხვა დეტალებს ვგულისხმობ, იქ რამდენიმე ჩხუბის კერა იყო, სხვადასხვა ინციდენტები იყო. რომ არ ყოფილიყო რაიმე პასუხგაუცემელი კითხვა, ამ მიზნით მოხდა აღნიშნული საქმიდან გამოყოფა დაუდგენელი პირების საქმის, რომლის ფარგლებში დღესაც მიმდინარეობს გამოძიება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში.

 


ასევე მინდა გითხრათ, რომ გამოძიების ტაქტიკა იყო სწორი. ამას ადასტურებს, გამომძიებელმაც მოგახსენათ, თუნდაც ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც გატარებულ იქნა და ყველა მათგანი სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი, ასევე ის ფაქტი, რომ ჩვენს მიერ დადგენილ და დაკავებულ იქნა ის პირები, ვინც ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული - არასრულწლოვნების მკვლელობას ვგულისხმობ. საქმესთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის რევიზირებისას, ანუ შესწავლისას, შესაძლებელია გაჩნდეს განსხვავებული აზრი გამოძიების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ სწორად იქნა წარმართული. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები ჩვენი სტრატეგიის და ტაქტიკის მიხედვით წარიმართა.

 


როგორც გუშინ აღნიშნა გამომძიებელმა, იორდანიშვილთან შემთხვევის დღესვე მოხდა გასაუბრება. მიღებული იქნა მისგან ინფორმაცია, ბუნებრივია გაგვიჩნდა ჩვენც კითხვები, ვინაიდან მისი მანქანა და თვითონაც იქ იმყოფებოდა. ველოდებოდით, რომ მისგან მეტი ინფორმაცია უნდა მიგვეღო. როგორც თქვენ გიჩნდებათ კითხვები, ისე ჩვენ გვიჩნდებოდა. თქვენ ამ ადამიანს 6 თვის შემდეგ გაესაუბრეთ და იგივე პასუხები მიიღეთ, რაც გამოძიებას უთხრა, დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ. ჩვენ შევეცადეთ გვემუშავა ოპერატიულად, რადგან საქმესთან დაკავშირებით სრული ჭეშმარიტება გარკვეულიყო“, განაცხადა შალვა ბედოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი