გამომძიებელი ადასტურებს, რომ გ.მ.-ს მიმართ მიყენებული დაზიანებების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და აცხადებს, რომ ეს საქმეშიც ჩანს
03-07-2018, 18:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა იმ პირის იდენტიფიცირება და თუ გვექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი რომ გ.მ.-ს დაზიანება მიყენებული იყო კონკრეტული პირის მიერ, რა თქმა უნდა მას წარედგინებოდა ბრალდება და მერე ცალკე წარმოებად წარიმართებოდა საქმე, თუმცა ამ შემთხვევაში გამოძიებამ გამოკითხა ყველა პირი“, განაცხადა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქმის გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ.

 

 

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობდა გ.მ.-ს ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზიანებასთან დაკავშირებით.

 


„ვინაიდან ამავე საქმეში ასევე დანაშაულის დაფარვისთვის არის რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული, როდესაც კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეოობს გამოძიება კონკრეტული მუხლით, ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას,რომ ვიმუშაოთ სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით. ექსპერტიზები არის პირადად ჩემი დანიშნული,ასევე როგორც გითხარით მე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ვიყავი შესული არასრულწლოვან გ.ბ.-სთან“, განაცხადა ირაკლი ფიფიამ.

 


გამომძიებელი ადასტურებს, რომ ამ ადამიანის მიმართ მიყენებული დაზიანებების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა და აცხადებს, რომ ეს საქმეშიც ჩანს.

 


შეკითხვაზე- იდენტიფიცირება ან რაიმე მტკიცებულების მოპოვება ვის მიერ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს დაზიანება მიყენებული, ასეთი მტკიცებულება მოპოვებული ვერ იქნა? - ირაკლი ფიფიამ უპასუხა: „არის კონკრეტულ პირზე რაღაც ეჭვები, მაგრამ ეჭვებზე გამომძიებლები რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებთ, და ეჭვი არ არის სტანდარტი იმისთვის, რომ პირი მიეცეს პასუხისგებაში. ამისთვის არის დასაბუთებული ვარაუდი საჭირო“.

 


კომისიის წევრის, ეკა ბესელიას შეკითხვებს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა შალვა ბედოიძემაც უპასუხა.

 


„ის მოწმე, რომელიც ჩვენი ვარაუდით და დადასტურებულად საქმეში დგინდება კიდეც რომ იმყოფებოდა იქ , ასევე ის მეზობლები,რომლებიც გამოკითხული იყვნენ იმ მომენტში იმყოფებოდნენ სახლში. მათმა ძალიან დიდმა უმრავლესობამ უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და არ მოგვაწოდა ის რეალური ინფორმაცია, რაც შეიძლება მოეწოდებიანთ. ჩვენს მიერ იმ კონკრეტულ საქმეზე, რაც შეეხება ხორავას ეპიზოდს, ყველა შესძლო საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები იქნა გატარებული. შემჭიდროებული ვადა გვქონდა, რაც ყველაზე მეტად იყო ხელისშემშლელი, იმიტომ რომ უამრავი საგამოძიებო მოქმედება იყო ჩატარებული და გარკვეულწილად განაპირობა, რომ ვადები შეგვიზღუდა, თორემ საჭირო და შესაძლებელი ყველა ღონისძება ვიხმარეთ, რომ მიგვეღო მაქსიმალური ინფორმაცია“, განაცხადა ბედოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი