გამომძიებელი: „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა, ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა“
03-07-2018, 18:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამომძიებელი: „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა,  ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების  გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში.

 

 

მან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა: „უპირველეს ყოვლისა რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილს – ფარდულს ან მის მიმდებარე ეზოს ვგულისხმობ, ხორავას ქუჩის N4-ის ეზოში არც ერთი ვიდეოკამერა არ არის დამონტაჟებული. შესაბამისად, ცნობების მიღება ვერ ხერხდება კამერების არარსებობის გამო. ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის მიერ იქმნება  ოპერატიული ჯგუფი და ამ ჯგუფის წევრებს აქვთ ასეთი კონკრეტული დავალება, უნდა ნახონ შემთხვევის ადგილის და მიმდებარედ არის თუ არა ვიდეოკამერები, ეს ვიდეოკამერები ახორციელებენ თუ არა ჩაწერას, დადებით შემთხვევაში რამდენი ხანი ინახება?, რომელი სერვერიდან შეიძლება მისი ამოღება? და ასევე, შეძლებისდაგვარად, დაადგინონ ამ კამერების ჩანაწერებზე თუ რა ინფორმაცია არის ასახული.

 

 

 ზუსტადაც ამ დავალების შესაბამისად გარკვეული იქნა, თუ რამდენი კამერა იყო შემთხვევის ადგილას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა რადიუსით აკეთებდა ეს კამერები ჩანაწერს ანუ რა არეალს უყურებებდა, რაც გაირკვა, იყო ის, რომ შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ინახებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ დავდექით ასეთი მოცემულობის წინაშე, გვაქვს მიმდებარე ტერიტორიები, რომლის ჩანაწერებიც ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში, ანუ არ გვაქვს იმის საფრთხე, რომ კამერიდან ჩანაწერი წაიშალოს სამ საათში, პირობითად ვამბობ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ხდება ვიდეოკამერების ჩანაწერების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღება.

 

 

 რატომ?- გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს, ვინაიდან კამერების ჩანაწერებს არ ემუქრება საფრთხე და მის გადამალვას ან განადგურებას, რადგან მასზე ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას ამოვიღებდით იყო დიდი რისკი იმისა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობა გამოთხოვის კანონიერების შესახებ და შეიძლებოდა გამხდარიყო დაუშვებელი მტკიცებულება. აღნიშნულის გამო, ჩვენ არ წავედით ამ რისკზე,რადაგნ გვეშინოდა  არ დაგვეკარგა ინფორმაციას“, – განაცხადა ფიფიამ.

 

 

მისივე თქმით, მოხდა გამოკითხვა იმ ობიექტების მეპატრონეების, ასევე იმ პირების, ვისაც უშუალოდ შემხებლობა ჰქონდა ამ კამერების ჩანაწერებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა გარემოებები. „ასევე, აღნიშნულის შემდეგ, პროკურორის მიერ მოხდა შუამდგომლობით მიმართვა სასამართლოსთვის, ავიღეთ შესაბამისი განჩინებები და სწორედ ამ განჩინების საფუძველზე მოხდა ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა, მაგრამ ეს ისე არ უნდა აღვიქვათ და ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ამდენი დღის განმავლობაში ვიყავით გულ-ხელ დაკრეფილი და არ გვაინტერესებდა, რა ხდებოდა ამ კამერებზე. როგორც მოგახსენეთ, ხელმძღვანელობის მიერ მიეცა ოპერატიულ ჯგუფს კონკრეტული დავალებები და მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო აღბეჭდილი მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე“.განაცხადა ფიფიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი