შალვა ბედოიძე: ხორავაზე მკვლელობის საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ შს მინისტრის მოადგილეს ​იმ მომენტისთვის დადასტურებული ინფორმაცია მივაწოდე​
03-07-2018, 19:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შს მინისტრის მოადგილისთვის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ბედოიძემ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრ ირმა ნადირაშვილს.

 

 

ირმა ნადირაშვილმა შალვა ბედოიძეს შეახსენა, რომ 4 დეკემბერს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ განაცხადა. ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამ განცხადებამდე შს მინისტრს მასთან კომუნიკაცია და ბედოიძემ მიაწოდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია.

 

 

შალვა ბედოიძის განცხადებით, ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს მიაწოდა და შეეძლო, ეს ინფორმაცია გიორგი გახარიასთვისაც მიეწოდებინა.

 

 

„4 დეკემბერს დაკავებული იყო გ.ბ. მკვლელობის ფაქტზე. ასევე გ.ჯ. იყო არათუ დაკავებული, არამედ მის მიმართ გამოიტანეს ბრალდების დადგენილება 4 დეკემბრისთვის.

 

 

სწორედ ეს არის ჩემთვის საფუძველი, რასაც შემიძლია დავეყრდნო და ვთქვა, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები დააკავეს.

 

 

რა დროსაც მივეცი ეს განმარტება, ანუ ინფორმაცია, იმ მომენტისათვის ეს ინფორმაცია არსებობდა დადასტურებულად. არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია. იმ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და იმ დასაბუთებული ვარაუდით, რაც წარედგინა ბრალდება, ორივე არასრულწლოვნის მკვლელობაზე იყვნენ დაკავებული პირები. ბუნებრივია, ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობოდა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დღეს იმ გარემოებას აწარმოებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელთანაც მე შეხება არ მაქვს“, განაცხადა შალვა ბედოიძემ.

 

 

ნადირაშვილი დაინტერესდა, როდესაც მინისტრის განცხადებას ისმენს მაგალითად, დეტექტივების სამმართველოს უფროსი ირაკლი ფიფია, რომ ყველა ფიგურანტი უკვე დაკავებულია, მან ახალი ფიგურანტიც რომ დაინახოს, გამოავლენს თუ არა და სწორი იყო ასეთი ნაჩქარევი განცხადება.

 

 

„იმ მომენტში, ჩვენ რომ დაკავებული გვყავდა, ირაკლი ფიფიამ კარგად იცის, რადგან ის აწარმოებდა საქმეს“, განაცხადა ბედოიძემ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გრძელდება გამოძიება.

 

 

„თუ მოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომ ვინმე სხვა პირი მონაწილეობდა ამ არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივი შეფასება მიეცემა და მიეცემიან პასუხისგებაში“, აღნიშნა ბედოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი