ეკა ბესელია: პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნელ-ნელა თავის სანდოობას კარგავს
03-07-2018, 22:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკა ბესელია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას აცხადებს, რომ კომისია თანდათანობით კანონის მოთხოვნებს სცილდება, ნელ-ნელა ნდობას კარგავს და არ აქვს ის ლეგიტიმაცია, რომელიც მას პარლამენტმა მისცა, რისი დასტურიც ბესელიას აზრით, გუშინდელი დღეც იყო, როცა სხდომაზე კომისიის ოპოზიციური წევრების მიერ კუპრავას მიმართ მხოლოდ ორი შეკითხვა დაისვა, ხოლო თავად კუპრავა კი „კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა“.

 


„ამ კომისიას აქვს დადგენილი წესები, რაც კანონში წერია. ნელ-ნელა იმდენად კარგავს ეს კომისია ამ სტანდარტს, ეს ჩემი მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ისეთ სტანდარტებზე გადავდივართ, როდესაც თავად აბიჯებს კომისია კანონის მოთხოვნებს და სხვებს ვთხოვთ კანონის დაცვას. მე ეს მაღელვებს. მინდა რომ ამ კომისიას ჰქონდეს ის ლეგიტიმაცია, რაც მას პარლამენტმა მისცა. პარლამენტის უმრავლესობამ მისცა ეს მანდატი ამ კომისიას. ზოგი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, რომ თავი ჰგონია მოსამართლე და არც ტონს უკვირდება და არც შინაარსს. ამის დასტური იყო გუშინდელი დღეც. ბატონი კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვის გარდა საერთოდ კითხვა არ დაგისვამთ. შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა და კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა, რეაქცია ვერ დავინახე, სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ რამდენიმე კომისიის წევრი, თქვენი კოლეგა დარცხვენილი იყურებოდა. არავის არ მოეწონა ვინც ადეკვატურად უყურებდა ამ პროცესს რაც ხდებოდა მის დაკითხვაში. ახლა ვხედავ სულ სხვა სტანდარტს, როცა ვკითხავთ იმ პირებს, რომლის მიმართაც კომისიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური კითხვები, რათა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, გუშინდელმა გადაწყვეტილებებმა და მიდგომამ, როდესაც ამ კომისიის უმრავლესობის წევრებმა გადააბიჯეთ კონსტიტუციასაც და კანონსაც, პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი, მაშინ როცა ამის უფლება არ აქვს არც ერთ კომისიას. მაშინ როცა ასეთი მანდატით არ არსებობს არც ერთი ორგანო, როგორი ხმების უმრავლესობითაც არ უნდა იყოს შექმნილი. ამის მერე მე ნაკლებად გამიკვირდება რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს უკვე ვაკეთებთ, არ ველოდებით აქ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება. მე რასაც ვუყურებ აქ, ჩვენ წესებს ვერ ვიცავთ, ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპამდე, სადამდეც შესაძლებელია ამ კომისიამ შეინარჩუნოს მინიმალური სახე მაინც, რომ მას ჰქონდეს იმის ლეგიტიმაცია, რომ დასკვნა მიიღოს, მართლაც რეკომენდაცია და მართლაც შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა. ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ მერე და აზრი არ ჰქონდეს იმას რასაც წერთ და რასაც აკეთებთ. ეს კომისია, თავის შინაარსით და კანონის უპატივცემულობით ნელ-ნელა თავის სანდოობას კარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ასეთ წესებს ვამკვიდრებთ. როცა იკითხება რომელიმე მოწმე, ვინც არ უნდა იყოს - პროკურორი, გამომძიებელი, პოლიციელი, კუპრავა და ა.შ. როცა ერთი კითხავს და კომისიის სხვა წევრები დუმილის უფლებით სარგებლობენ - მე მსგავსი რამ არ გამიგია. ეს არის უპატივცემულობა კომისიის იმ წევრების, რომლებსაც თანაბარი უფლებები აქვთ. არსად არ წერია ასეთი წესები, რასაც თქვენ ადგენთ აქ. კომისიის წევრებსაც და თავმჯდომარესაც აქვთ თანაბარი უფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ხდება რაიმე ტიპის დარღვევა ან გადაცდომა, კომისიის სხვა წევრმა შეიძლება მიუთითოს. მინდა მოისმინოს საზოგადოებამ, რომ კომისიის უმრავლესობა სამწუხაროდ არც კანონს სცემს პატივს და არც იმ წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი