გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია
04-07-2018, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

​„გაერთიანებული ევროპის მზერა მხოლოდ ძველი მეგობრებისკენ, დასავლეთის, სამხრეთის ან ჩრდილოეთის მეგობრებისკენ კი არაა მიმართული. არა, გაერთიანებული ევროპის მზერა მიმართულია ასევე და პირველ რიგში, აღმოსავლეთისაკენ. ევროკავშირის შემოქმედებით ძალის გამოყენება, მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მშვიდობისა და დემოკრატიის პროექტს - ევროკავშირს - მშვიდობისა და დემოკრატიის სრულიად ევროპის პროექტად ვაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. და ამაში საქართველო, ჩვენთვის, პირადად, გამორჩეულ როლს თამაშობს, რადგან ჩვენი ქვეყნები, პატივცემულო ელჩო, პატივცემულო კოლეგავ, ძვირფასო მეგობრებო, პარტნიორობის გრძელ ისტორიას ითვლიან“, განაცხადა გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, მიხაილ როთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და გერმანიის საუკუნოვან ისტორიაზე და გაიხსენა გერმანული დასახლებები საქართველოში. მისი თქმით ვიზა-ლიბერალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის დაახლოებაში, „ვიზა-ლიბერალიზაცია გასაღებია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გაცვლა-გამოცვლა შედგეს, რომ ერთმანეთი გავიცნოთ. ამ შემთხვევაში მე იმედს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებ, რომ წინასწარი ცრუ შეხედულებების გარეშე გადავარჩენთ ევროპას, უსაფრთხოს გავხდით მას“, აღნიშნა როთმა.

 


მისი განცხადებით, გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში ეფუძნება სწორედ საერთო ღირებულებებით ხიდების მშენებლობას.



„აღმოსავლეთთან მიმართებით, ეს ახალი პოლიტიკა არაა არავის წინააღმდეგ მიმართული. ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამა თუ იმ ქვეყანამ ხიდი უნდა ჩატეხოს ტრადიციულ - ხშირ შემთხვევაში - რთულ პარტნიორთან თუ მეზობელთან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. და ეს ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია. ეს არის ხიდი, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული: დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე „კეთილდღეობა ბევრს“, აღნიშნა როთმა.



მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიაობას. მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა.



„ყველა ჩემ კოლეგას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, კვლავ იქ დაბრუნება უნდა. მეც ასე ვარ. მეც ძალიან ვისიამოვნე, როცა თბილისში ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ჩემს პირველ მოგზაურობას, კვლავ ბევრი მოჰყვება. მხოლოდ ისეთი შესაძლებლობა ხომ არ არსებობს, როგორც თქვენ (მიმართავს მუსიკოსებს) რომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და გერმანიაში მეორე, ახალი სამშობლო იპოვეთ. შეიძლება, შორეულ მომავალში ამა თუ იმ გერმანელმაც იპოვოს ახალი სამშობლო საქართველოში“, განაცხადა მიხაილ როთმა, როგორც ამას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი