ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა
04-07-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის - „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.

 

 

მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების შესახებ ისაუბრეს. „პარლამენტის თავმჯდომარემ უმასპინძლა კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოსსაპარლამენტო რეფორმის და გაძლიერების პროცესში მხარდასაჭერად და რეკომენდაციების მოსაცემად სტუმრობენ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებზე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის და როლის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით - თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში. მათ შორის მოიაზრება ნდობის ჯგუფის მანდატის გაძლიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად, პარლამენტის ინსტიტუციურად გასაძლიერებლად.

 

 

კონგრესი არის ის პარლამენტი, რომელსაც ეს ფუნქცია ყველაზე განვითარებული აქვს და ძლიერი მაკონტროლებელი მექანიზმები, ასევე, ისტორია და კულტურა გააჩნია. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაიზიაროს საქართველოს პარლამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გამოცდილება და შესაბამისად, თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ბევრად უფრო ეფექტური და წარმატებული გახადოს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი