მურმან დუმბაძე: პატარაძის წასვლას მოჰყვება მთელი გუნდის წასვლა - ეს არის პატარაძის „პადიეზდის“ მთავრობა
04-07-2018, 19:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ემსახურე საქართველოს" დაფუძნებლის, მურმან დუმბაძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა ლოგიკური იყო ისევე, როგორც კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად მოსვლის დროს, ლოგიკური იყო აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის გადადგომა.

 


დუმბაძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებები არა პოლიტიკურ დონეზე, არამედ სანაცნობო-საურთიერთობო დონეზე წყდება.

 

 

მისი თქმით, პატარაძის წასვლას, აჭარის მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომა მოჰყვება, რომელსაც დუმბაძე პატარაძის „პადიეზდის მთავრობას" უწოდებს.

 

 

„როცა კვირიკაშვილი შეცვალეს, მაშინვე ვთქვი, რომ პატარაძეს ბმა აქვს კვირიკაშვილთან - პირდაპირი ბმა, ასე ვთქვათ, საურთიერთობო ბმა, არავითარი პოლიტიკური ბმა. ამიტომ, კვირიკაშვილის წასვლას მოჰყვებოდა პატარაძის წასვლა, პატარაძის წასვლას მოჰყვება მთელი გუნდის წასვლა. ეს არის პატარაძის პადიეზდის მთავრობა - ერთ სადარბაზოში ცხოვრობს ყველა მინისტრი, დეპუტატები და ა.შ. როგორც კი, ღარიბაშვილი წავიდა და კვირიკაშვილი მოვიდა, მაშინვე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ხაბაძეს გადააყენებს იმიტომ, რომ კვირიკაშვილის დამოკიდებულება ხაბაძის მიმართ ვიცოდი. ეს არის სანაცნობო-საურთიერთობო დონეზე, ეს არ არის პოლიტიკის შედეგი", განაცხადა მურმან დუმბაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი