დავით ზალკალიანი: გერმანია აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით
05-07-2018, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გერმანია აღიარებს ჩვენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას და იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გერმანიაში ვიზიტის შეფასებისას.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმ ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განხორციელებაში, რაც საქართველოს ნატოს წევრობაში ეხმარება.

 

 

საგარეო უწყების პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტსა და თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლაზე, სადავ გერმანია ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი. მან ასევე ხაზი გაუსვა სწრაფი რეაგირების მისიაში ავღანეთში გერმანელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას.



„გერმანიის მხრიდან მხარდაჭერა არის მკაფიოდ გამოხატული. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ასევე გამოხატული იქნება ბრიუსელის სამიტზეც", აღნიშნა დავით ზალკალიანმა, როგორც ამას საგარეო უწყება იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი