ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების დაკითხვას აპირებს
05-07-2018, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს იმ არასრულწლოვნებს დაკითხავს, რომლებიც პირველ დეკემბერს მომხდარი დანაშაულისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები არიან.

 


როგორც კომისიის წევრი ოთარ კახიძე ამბობს, მათგან მიღებული ინფორმაცია დამუშავდება საქმის მასალებთან ერთად და ის კომისიის შემდგომ დასკვნებს დაედება საფუძვლად.
არასრულწოვნებს პროფესიონალი ფსიქოლოგების თანდასწრებით დაკითხავენ.

 


ოთარ კახიძის თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია 51-ე  და პირველი ექსპერიმენტული სკოლების ხელმძღვანელობასაც დაკითხავს.

 


„დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია განაგრძობს მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას. ამჯერად ჩვენ გამოვკითხავთ არასრულწოვნებს, რომლებიც არიან ამ კონკრეტული დანაშაულის და შემდგომ განვითარებული მოვლენების თვითმხილველები. ჩვენ მათგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც დამუშავდება საქმის მასალებთან ერთად და დაედება საფუძვლად კომისიის შემდგომ დასკვნებს. არასწრულწლოვნების გამოკითხვა და მათგან ახსნა-განმარტებების მიღება მოხდება პროფესიონალი ფსიქოლოგების მონაწილეობითა და მათი უშუალო ჩართულობით“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

 


დროებითი საგამოძიებო კომისიის შემდეგი სხდომა შაბათს გაიმართება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი