„ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II“- პროექტთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა შემაჯამებელი კონფერენცია გამართა
05-07-2018, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პროექტი "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. დავითაშვილმა, კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა "ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის" (ADC) და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის და საქართველოში ტყის მდგრადი მართვისმნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 

"მოგეხსენებათ, ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ შევიმუშავეთ სექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი - ეროვნული სატყეო კონცეფცია და ვმუშაობთ ტყის კოდექსის კანონპროექტზე. როგორც იცით, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ამას შევძლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 


როგორც ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში არად ბენკომ აღნიშნა, საქართველოში ტყეების განვითარების, კონსერვაციისა და აღდგენის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ცნობადობის ამაღლებას. დაუშვებელია ტყის გაჩეხვა - განადგურება, რადგან ტყე ყველას ეკუთვნის.

 

 

ელჩის განცხადებით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოსთან, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

 


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პროექტის პირველი ფაზა 2012 წელს დაიწყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში ტყის სექტორის განვითარების პროცესში.

 


კონფერენციაზე, ტყეების მართვის ინსტიტუციურ და ფინანსურ-ეკონომიკურ მოდელებთან ერთად, ტყეების საჯარო და ეკოსისტემური მომსახურების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. საერთაშორისო და ქართველმა ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული სატყეო დარგის განვითარების ინიციატივები წარმოადგინეს.

 


კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბორჯომის ნახანძრალი ტყეების ნიადაგების აღდგენისა და სტიქიური პროცესების პრევენციის გეგმა, საქართველოს ტყეებში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეებისა და ზონირების რუკა, თბილისის ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი და საგანმანათლებლო პროგრამა მდგრადი განვითარების მიზნების სათემო დონეზე დანერგვისათვის.

 

 

"ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელ კონფერენციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა და სექტორის განვითარებაში ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი