ზურაბ ჭიაბერაშვილი: შესაძლებელია, ვიხილოთ კიდევ ერთი კინკლაობა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
05-07-2018, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მმართველ პოლიტიკურ გუნდს შორის კინკლაობას არ გამორიცხავს და როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს.

 

 

„ქართულ ოცნებას" რომ თავიდანვე კონფრონტაციული დამოკიდებულება არ ჰქონოდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან და არ ყოფილიყო ინსტიტუციური მუდმივი კინკლაობა, რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი კოლიზია არ გახდებოდა კიდევ ერთი დავის საგანი, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტის ინსტიტუტთან, დღეს, ბუნებრივია, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ კიდევ ერთი კინკლაობა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი მეორე დღეა ვაკანტურია. ზურაბ პატარაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 4 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 

 

ცნობილია, რომ მმართველ გუნდში აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე რადენიმე კანდიდატი განიხილება - ერთი-ერთი სავარაუდო კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ხოლო მეორე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი