საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა გახარიამ ფრანგ კოლეგასთან ერთად, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი
05-07-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი, იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჟერარ კოლომბს შეხვდა. საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაში.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტს.

 

 

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა ხაზგასმით აღნიშნეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კრიმინალური დაჯგუფების წევრების ერთობლივი დაკავების ღონისძიებების ფარგლებში ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების წარმატებული თანამშრომლობა და 2018 წელს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია.

 

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.

 

 

მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

 

 

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა საუბრისას განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარის მიერ საფრანგეთიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-ის შესრულებაში გამოიხატება", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი