ირაკლი სესიაშვილი: არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში
05-07-2018, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში. ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

 


„ჩვენი პრინციპული პოზიციაა და მინდა ხაზი გავუსვა, არ დავუშვებთ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი იმ მეტად მნიშვნელოვან, მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არ დავუშვებთ, გალის ფორმატში არ იქნას განხილული ოთხოზორიას საკითხი“, უთხრა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

 


„ქართული ოცნების“ დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაც გაიმართოს.

 


„არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენაც კი ჩავატარო, იმიტომ, რომ ჩვენ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცულად იყვნენ და ოკუპანტებმა, აფხაზებმაც და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ ქმედებებს არ დავუშვებთ“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 


27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ჩაიშალა. ოკუპირებული აფხაზეთის და რუსული მხარის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ. საპასუხოდ მათ ქართული მხარის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი