პარლამენტში ახალი რეგლამენტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო
05-07-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დღეს 5 ივლისს, პარლამენტში ახალი რეგლამენტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო.განცახდებაში ნათქვამია, რომ ახალი რეგლამენტი მნიშვნელოვნად შეცვლის საპარლამენტო ცხოვრებას და ორიენტირებული იქნება ხარისხზე, პარლამენტის წევრების ჩართულობაზე, ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.

 

 

„დღეს დავიწყეთ ახალი რეგლამენტის საკომიტეტო მოსმენები. ახალი რეგლამენტი მნიშვნელოვნად შეცვლის საპარლამენტო ცხოვრებას და ორიენტირებული იქნება ხარისხზე, პარლამენტის წევრების ჩართულობაზე, ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.

 

 

 

პარლამენტი აღიჭურვება უმნიშვნელოვანესი საკონტროლო ბერკეტებით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხელს შეუწყობს საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელის ჩამოყალიბებას.

 


რეგლამენტის რეფორმის ძირითადი მიმართულებებია: საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება,საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესება, პარლამენტის სტრუქტურის ცვლილება და რეგლამენტის სამართლებრივ-ტექნიკური გაუმჯობესება.

 


კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენება პოლიტიკური დებატებით, პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში, ინტერპელაციის წესის დამკვიდრება, მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის მოთხოვნით ან კომიტეტის გადაწყვეტილეით, მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება, ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულება, თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, ანგარიშების ნიმუშების შემოღება.

 


საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესებისთვის რეგლამენტის პროქტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას, მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენას, საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას, დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას, პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას, პარლამენტის როლის გაძლიერებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების კუთხით და სხვა.

 


პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, ასევე, ითვალისწინებს: მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის გამარტივებას, სხვა დროებითი კომისიების შექმნის თემატური შეზღუდვის გაუქმებას და გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოებად ჩამოყალიბებას.
ასევე მარტივდება: პოლიტიკური დებატების დანიშვნის წესი და სხვა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, ვინაიდან მათი თემატური შეზღუდვა იხსნება".

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პერსსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი