სუს-მა თაღლითობის ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის ორი მაღალჩინოსანი და კიდევ სამი სხვა პირი დააკავა
06-07-2018, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 5 პირი პასუხისგებაში მისცა.

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გოჩა ლ. და სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ალექსი მ. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, თაღლითობის ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ფუძე“-ს დირექტორი ილია ნ, მშენებელი ჯემალ მ. და ქვეკონტრაქტორი კომპანია - შპს „იმედი“-ს დირექტორი იოსებ ტ.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი დაბა მანგლისში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ფუძე“, რომელთანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ფუძე“-ს უნდა შეესრულებინა კანალიზაციის სისტემის მოწყობის 1 250 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. შპს „ფუძე“-ს დირექტორმა ილია ნ-მ, მშენებელმა ჯემალ მ-მ და ქვეკონრაქტორი კომპანიის შპს „იმედი“-ს დირექტორმა იოსებ ტ-მ არასრულყოფილად შეასრულეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ წინასწარი შეთანხმებით, თანხების თაღლითურად მითვისების მიზნით ფარული სამუშაოების აქტებში და ფორმა N2-ებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს.

 


თავის მხრივ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გოჩა ლ-მ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ალექსი მ-მ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საერთო ჯამში სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 114 814,17 ლარი.

 


გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).

 


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 


ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი