შალვა ბედოიძე: ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად
07-07-2018, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას საზარელი ტრაგედიის შემდგომ პოლიცია მუშაობდა 24-საათიან რეჟიმში ამ მძიმე დანაშაულის გასახსნელად, ასე უპასუხა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძის შკითხვას, რომელიც არასრულწლოვნებთან ღამით გასაუბრებას ეხებოდა.

 


„ჩვენს მიერ გამოკითხულნი იყვნენ როგორც არასრუწლოვანი, ისე სრულწლოვანი მოწმეები, ვისაც შეიძლება რაიმე შემხებლობა ან ინფორმაცია ჰქონოდა გამოძიებისთვის საინტერესო დეტალზე. კონკრეტულად, თუ ვის ვინ გაესაუბრა, ან ვინ რამდენი ხანი გაჩერდა პოლიციის განყოფილებაში, ამის მოხსენება ჩემთვის შეუძლებელია იმიტომ, რომ მიდიოდა საკმაოდ ფართო მუშაობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, საზარელი ტრაგედია იყო დატრიალებული. პირველივე დღეს იყო გარდაცვლილი ერთი ახალგაზრდა, შემდგომ მეორე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იქ მიდიოდა 24-საათიანი მუშაობა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რათა დადგენილიყო საქმეზე ჭეშმარიტება და აღნიშნული მძიმე დანაშაული არ დარჩენილიყო გაუხსნელი. პირები, ვინც გამოიკითხნენ, ყველა, ასევე ვინც გამოკითხული იქნა გამოძიების ფარგლებში, არავის მიმართ კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია", განაცხადა შალვა ბედოიძემ, რომელმაც საქმეში არსებული მოწმეების გამოკითხვის წესებთან დაკვშირებით აღნიშნა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფორმა წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და დაცულია კანონით.

 

 

„თქვენ როდესაც წაიკითხეთ კანონი პოლიციის შესახებ კანონის მე 19 მუხლი თქვენ დაგავიწყდათ მეორე ნაწილი სადაც პირდაპირ წერია, რომ პოლიციელი უფლებამოსილია გამოკითხოს პირი თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. ჩვენ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე ვისარგებლეთ როგორც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით, ასევე კანონით პოლიციის შესახებ. ოპერატიული თანამშრომელი სარგებლობს ყველა იმ კანონით რისი შესაძლებლობაც გააჩნია. რაც შეეხება კონკრეტულად რომელი ღონისძიებით რა ინფორმაცია იქნა მიღებული მე მოგახსენეთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, დაცულია კანონით და ინსტრუქციებით“, მიმართა შალვა ბედოიძემ ირაკლი აბესაძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი