ეკა ბესელია: აუცილებელი წესი, რომლის დაცვას ვითხოვ კომისიის წევრების მხრიდან, არის პროცედურა, კანონი და პატივისცემა საკუთარი სტატუსის და პატივისცემა კომისიის წევრების მიმართ
07-07-2018, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი და აუცილებელი წესი, რომლის დაცვას ვითხოვ კომისიის წევრების მხრიდან, ეს არის, ერთი - პროცედურა და კანონი და მეორე - პატივისცემა საკუთარი სტატუსის და პატივისცემა კომისიის წევრების მიმართ, აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია.

 

 

„ის, რაც ახლა მოხდა ცოტა ხნის წინ, რომელიც გასცდა ყოველგვარ ფარგლებს და ყოველგვარ ზღვარს და გადადის უკვე პერსონალურ შეურაცხყოფებში, მე ძალიან პრინციპულად და კატეგორიულად ვითხოვ, ამ კომისიამ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სახე და  მართლაც ჰქონდეს რაიმე მანდატი იმისა, რომ მიუთითოს ვინმეს, თუ კი ასეთ კანონდარღვევას არმოაჩენს, შესაძლო დარღვევის თაობაზე, და დაადგინოს კანონდარღვევის ფაქტები, მან თავად უნდა სცეს პატივი მინიმალურ სტანდარტს. ეს არაფერში არ ჯდება, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება რაც აქ ხდებოდა სხდომის შეწყვეტამდე. მე როგორც ამ კომისიის წევრი, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და ძალიან პრინციპულად ვაყენებ საკითხს, თუ კი ასე გაგრძელდება სხდომა და კიდევ ერთხელ ადგილი ექნება მსგავს ქცევას, განსაკუთრებით, ქალბატონ ხოშტარიასთან დაკავშირებით მოგმართავთ, რომელიც ვერ აკონტროლებს თავს და პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადადის, ამას ის აკეთებს მიკროფონის გარეშე, ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მიკროფოის გარეშე აკეთებს ადამიანი თუ  მიკროფონში აკეთებს ასეთ რამეს, რაც ყოველგვარ ზღვარს ცილდება და საკუთარ თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას. თუ ეს გაგრძელდება, მე უკვე გავაკეთებ სხვა ტიპის განცხადებას და საერთოდ მიმაჩნია, რომ უკვე აზრი არ ექნება ამ ფორმატში, ამ კომისიის ფარგლებში მუშაობას. შესაბამისად, დავასაბუთებ მერე რატომ და რა იქნება შემდეგი ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის ჩემი ძალიან პრინციპული პოზიცია, შეინარჩუნოს ყველამ ელემენტარული ეთიკის სტანდარტი, იმისთვის, რომ აკმაყოფილებდეს იმ მანდატს, რისთვისაც ის აქ ზის. თუ არ იქნება შენარჩუნებული  მუშაობის მინიმალური ფორმატი და წესი, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აზრს ვეღარ ვხედავ იმ კომისიაში მუშაობისა, სადაც არც კანონს სცემენ პატივს, არც სტატუსს, არს საკუთარ თავს და არც კოლეგებს, არაფერს აღარ სცემენ პატივს. რაღაცას უნდა დავამსგავსოთ ეს კომისია", განაცხადა ბესელიამ.

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე დეპუტატებს შორის კამათი მოხდა, რის გამოც, სხდომა დროებით შეწყდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი