შალვა ბედოიძე: „არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან“
07-07-2018, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.

 


„არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა“, განაცხადა შალვა ბედოიძემ

 


ირაკლი ფიფიას თქმით, „თითოეულ არასრულწლოვანს ყველა შემთხვევაში ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. თუ არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ საპროცესო წარმომადგენელს; ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არ ჰყოლია, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე, რა თქმა უნდა, შეეთავაზა მათ რომ საჭიროების შემთხვევაში, ვუზრუნველყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით“.

 


გამომძიებლებმა ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამმდებობის პირისგინ, რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით რაიმე სახის დავალება და მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არც ერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 


„გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“, განაცხადა შალვა ბედოიძემ.

 


კომისიის წევრ, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია? - შალვა ბედოიძემ უპასუხა, რომ „გამოკითხვები და გასაუბრებები ხდებოდა ნებაყოფლობით გამოსაკითხ პირებთან. არავის მხრიდან, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა ჩვენთან - არც არასრულწლოვნების და არც მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, არც შემდგომ გამოძიების პროცესში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი