ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მამაკაცი ზურგში დაჭრეს. როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები იუწყებიან, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მეზობელმა 28 წლის მამაკაცს ზურგში დანა ჩაარტყა. დაჭრილი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
„ზურგის არეში აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, დაახლოებით 10-12 სმ-ის სიგრძის. ჭრილობა შემავალი არ აღმოჩნდა. გიორგის (დაზარალებულს) ჩაუტარდა შესაბამისი კვალიფიციური დახმარება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ რჩება“, განაცხადეს კლინიკაში.
დაჭრილის დედამ ინტერვიუში თქვა, რომ ინციდენტის საღამოს მისი მეზობელი ბავშვს სცემდა. გიორგი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა მეზობელს და ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მეზობლის სიძე ცივი იარაღით გამოეკიდა და ზურგში დანა ჩაარტყა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.