მწყემსი: მალხაზ კობაური თითქმის სამი წელი ჩემთან იყო - რომ მეთქვა მისთვის: „ცხვარი დაკალი“, მიპასუხებდა ვერ დავკლავ, არ შემიძლიაო“
10-07-2018, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის პოლიციის განყოფილებაში ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის, მალხაზ კობაურის დაკითხვა მიმდინარეობს. მას ბრალად ედება ამერიკელი ცოლ-ქმრის სმიტებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობა.

 


სამართალდამცავები ასევე დაკითხავენ მეორე მწყემსსაც, რომელიც ხეობაში მალხაზ კობაურთან ერთად იმყოფებოდა. დაკავებულისთვის ჯერჯერობით ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

 


ერთ-ერთმა მწყემსმა, ავთო ქენქაძემ „კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მკვლელობის დღეს მალხაზ კობაური მარტო გადაადგილდებოდა ხეობაში.

 


მისი თქმით, იგი ძალიან პოზიტიური ადამიანია და ცხვრის დაკვლაც კი არ შეეძლო.

 


„მეცხვარეები დილით წავიდნენ მთაში, მალხაზი ბინაში დატოვეს, რადგან ცხვრები დაკარგული ყოფილა და უნდა მოეძებნა. ეს წავიდა საძებნელად და მერე შეხვდნენ ტურისტები, მაგრამ სად და როგორ, ეგ არ ვიცი. მწყებსები რომ მოვიდნენ საღამოს, მახო ბინაში დახვდათ. ძალიან ჩვეულებრივად იქცეოდა, ძაღლებისთვის და ჩამოსული მწყებსებისთვის საჭმელიც გააკეთა. მეორე დილას პოლიცია ამოვიდა და იარაღს დაუწყო ძებნა. მეცხვარეები იძახიან ეხლა, რომ თოფი ქონიათ ნადირის დასაფრთხობად. მახოს ქონდა თუ არა იარაღი და მიუწვდებოდა თუ არა ხელი თოფზე, მაგდენი არ ვიცი. მალხაზი სოფელში ჩასულა და უთქვამს: იქ მიცვალებული ვნახე და მეშინია მისვლაო. ეს პიროვნება ძალიან დადებითი ადამიანი იყო. თითქმის სამი წელი ჩემთან იყო. რომ მეთქვა მისთვის: „ცხვარი დაკალი“, მიპასუხებდა ვერ დავკლავ არ შემიძლიაო“, განაცხადა ავთო ქენქაძემ.

 

ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 1
#1   Marieta
      
Tyuili es bavshvi Ar aris mivleli ,adamiani romelsac danashauli aqvs chadenili imas saubarzec etyoba rom ityueba da qcevazec jestebi,ashkaraa rom ar aris es bavshvi magis chamdeni,an dzalian profesionali unda iyos rom es yvelaperi ise moyves daje tvali ar daaxamxamos,gaaxilet tvalebi da midzebnet namdvili damnashave sanam miupurtzebia mtel saqartvelos gamodziebistvis.
11 ივლისი 2018 09:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი