გლდანში ბეკოს მაღაზია გაქურდეს - კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, ბეკო დაცვის ძველ სისტემაზე გადავა და მაღაზიებს „რკინებით“ დაიცავს
10-07-2018, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლდანში ბეკოს მაღაზია მეორეჯერ გაქურდეს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია 30-მდე მობილური ტელეფონი. მათი ღირებულება რამდენიმე ათას ლარს აღწევს. მაღაზიიდან უკვე ამოღბულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევს 4 პირი მაღაზიის კარებს და იპარავს მობილურ ტელეფონებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბეკოს გლდანის ფილიალი 13 ივნისსაც გაქურდეს. დამნაშავეები არასრულწლოვნები აღმოჩდნენ და მათი პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა.

 

 

მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ბეკოს მარკეტინგის მენეჯერმა, ხატია ტყებუჩავამ ისაუბრა, მისი თქმით, გლდანის ბეკოს ფილიალი მეორეჯერ გაქურდეს და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კრიმინალური დაჯუფება მოქმედებდა. ტყებუჩავამ ასევე თქვა, რომ პირველ ყაჩაღობაზეც მოხერხდა დამნაშავეების იდენტიფიცირება, თუმცა არანაირი ზომები არ გატარებულა, რადგან დამნაშავეები არასრულწლოვნები იყვნენ და თუ აღნიშნული სისტემა არ შეცივლება ბეკოს მაღაზიები ძველ დაცვით სისტემაზე გადავლენ და მაღაზიას „რკინებით“ დაიცავენ.

 


„ბეკოს გლდანის ფილიალი ერთი თვის განვმალობაში უკვე მეორეჯერ გაქურდეს პირველი შემთხვევა 13 ივნისს, გამთენიისას 6 საათზე და მეორე შემთხევევა დღეს, 10 ივლისს, მოხდა გამთენიისას 7-ის 5 წუთზე. საქმე გვაქვს ერთი და იგივე კირმინალურ დაჯგუფებასთან, კვლავ არიან არასრულწლოვნები, ორივე შემთხვევაში იყო 4 ადამიანი, დამნაშავეების იდენტიფიცირება პირველ შემთხვევაშიც მოხდა, თუმცა, რადგან არიან არასრულწლოვნები, არანაირი ზომები არ არის მათ მიმართ მიღებული და თუ არ შეიცვლება აღნიშნული სისტემა, ისინი ისევ გააგრძელებენ დანაშაულის ჩადენას და საბოლოოდ ვზიანდებით კომპანიაები, ანუ ამ შემთხვევაში არ ვართ დაცულები და ვფიქრობთ, გადავიდეთ ისევ ძველ სისტემაზე, როგორც ადრე იყო, როცა მაღაზიები „რკინებით“ იყო დაცული“, განაცხადა ბეკოს მარკეტინგის მენეჯერმა, ხატია ტყებუჩავამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი