ნათია მეზვრიშვილი: „მალხაზ კობაურს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა, თუმცა გამოძიებისას თუ განსხვავებული შედეგი გამოიკვეთა, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“
10-07-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა. ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება მუშაობს პირვანდელ ვერსიაზე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოძიება ისევ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და თუ რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთება, ამის შესახებ  უწყება აუცილებლად გააჟღერებს დამატებით ინფორმაციას.

 


„ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი, არის ის, რომ მალხაზ კობაურს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. თუმცა გამოძიება გრძელდება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და თუ განსხვავებული შედეგი გამოიკვეთა, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

 


ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი