თბილისში 17 წლის მოზარდი ცივი იარაღით დაჭრეს
10-07-2018, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდი, რომელსაც ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყანილი და ოპერაცია უტარდება.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გადაუდებელი მედიცინის ექიმის, თამარ სალიას განცხადებით, მოზარდს ცივი იარღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა. მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება და ამ დროისთვის საოპერაციოშია გადაყანილი.

 


„მდგომარეობა იყო მძიმე. იყო ცივი იარღით მიყენებული ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, შინაგანი სისხლდენით, პაციანტს აღმოეჩინა გადაუდებელი დახმარება ჩვენს დეპარტამენტში და 15:00 საათზე უკვე გადაყვანილ იქნა სააპერაციოში“, განაცხადა გადაუდებელი მედიცინის ექიმმა.

 


დაჭრილი მოზარდის ბებიის თქმით, მომხდარის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა და არაფერი არ იცის, დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მისი შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდის ბებია ასევე აღნიშნავს, რომ 17 წლის ბიჭს დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია.

 


„დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი შვილიშვილი არის ცუდად. ტელეფონის ნომერი მომცა და "ზღაპართან" ამოდიო, სასწრაფოდ ამოდიო მითხრა, მეზობილის ბავშვი იყო იქ და იმან წამომიყვანა მოვდიოდი და მეორედ დამირეკეს, რომ საავდმყოფოში გადავიყვანეთ, მოდით აქო, მოვედი და დამხვდა ეს სიტუაცია. არაფერი არ ვიცი რა მოხდა, რა იყო?, სად იყო? და რანაირად იყო? სულ ვიყავი 15 წუთის გამოსული სახლიდან და ბავშვი დავტოვე სახლში. ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს. არავისთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია, ყველანი აქ არიან“, განაცხადა დაჭრილი მოზარდის ბებიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი