WHO: საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით მსოფლიოში 70-ე ადგილზეა - აკაკი ზოიძის თქმით, 2 წლის წინ გამოქვეყნებული მონაცემები სწორი არ იყო
10-07-2018, 18:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთელი პლანეტის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდებოდა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

 


„ეს არაერთხელ გვითქვამს რომ არ იყო 2 წლის წინ გამოქვეყნებული მონაცემები სწორი. კარგია რომ ოფიციალურადაც გაასწორეს“, ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

 


ორგანიზაციის წინა შეფასებით, 100 000 კაცზე გაანგარიშების შემთხვევაში, ქართული ჰაერი ყოველწლიურად 292 ადამიანს კლავდა, რაც გლობალურ საშუალოს რამდენჯერმე აღემატებოდა. 2018 წლის განახლებული ანგარიშით ორგანიზაციამ მეთოდოლოგიური შეცდომა გამოასწორა და საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.

 

 

2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოში სუფთა საწვავზე ხელმისაწვდომობა 55% იყო, ხოლო მოსახლეობის 45% კი გასათბობად ბინძურ საწვავს (შეშას) იყენებდა. WHO-მ იხელმძღვანელა 2005 წელს მომზადებული ანგარიშით, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს შეშაზე დამოკიდებულებას ასახავდა. 2005 წელს არსებული მონაცემები კი დღეს არარელევანტურია, რადგანაც ქვეყანამ გასული 12 წლის განმავლობაში გაზიფიცირებისთვის მილიონობით ლარი დახარჯა. ამის შესახებ „იმედი“ „ტაბულა“-ზე დაყრდნობით წერს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი