"ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხუდონჰესი არ აშენდება"!
07-02-2014, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხუდონჰესი არ აშენდება"! - სვანები ხელისუფლებას ურჩევენ, ალტერნატიული პროექტი დაამუშაონ

 


ხაიშში "ხუდონჰესთან" დაკავშირებით რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ყველა სოფლის წარმომადგენელმა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 20 თებერვალს გაიმართება, თუმცა სვანები პოზიციას არ შეიცვლიან. გუშინ ხაიშში მესტიაში შემავალი ჩვიდმეტივე თემის უხუცესები შეიკრიბნენ. ხელისუფლების მხრიდან უხუცესებთან მოსალაპარაკებლად სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. სუბარი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გზით, ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეთანხმება შესაძლებელია. სუბარის განცხადებით, უახლოეს დღეებში ხაიშელებთან ჩასვლას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც გეგმავს. ამ ეტაპზე კი ხელისუფლების სვანმა წარმომადგენლებმა ხაიშელები ხუდონის მშენებლობაზე ვერ დაიყოლიეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხუდონჰესი არ აშენდება"! / სვანები ხელისუფლებას ურჩევენ, ალტერნატიული პროექტი შეისწავლონ და დაამუშაონ.

 

 

"ყველამ უნდა გაიგოს, რომ ხუდონი არ აშენდება. აქ სალაპარაკო არაფერია. თუკი სვანეთში სხვა ჰესს ააშენებენ, რომელიც ჩვენს თემს არ შეეხება, კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ ხუდონი არ აშენდება", - ამბობს ხაიშელი გოჩა თორია. ხაიშის კიდევ ერთმა მკვიდრმა ზაურ ნიჟარაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას ალტერნატიულ პროექტზე მუშაობას სთავაზობენ და მოლაპარაკება მხოლოდ ამ კუთხით უნდა შედგეს - "გადაწყვეტილება არის ერთადერთი - "ხუდონჰესის" მშენებლობასა და ჩვენი წინაპრების საფლავების წყალში ჩაძირვას არ დავუშვებთ. სჯობს, ხელისუფლებამ ალტერნატიული პროექტი შეისწავლოს და დაამუშაოს. სხვა შემთხვევაში, "ხუდონის" მშენებლობაზე საუბარი იქნება წყლის ნაყვა", - ამბობს ზაურ ნიჟარაძე. ხაიშელი მაია კახიანის ინფორმაციით, ყრილობას თითო სოფლის სამი წარმომადგენელი ესწრებოდა და არც ერთ მათგანს მშენებლობაზე თანხმობა არ განუცხადებია, მოსახლეობა ერთიანია და ხუდონჰესის მშენებლობას არ დაუშვებს. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ გიგანტური ჰესების მშენებლობაზე უარი უნდა თქვას და ფიქრი მცირე ჰესების განვითარებაზე დაიწყოს", - აღნიშნავს გამოცემა.

 

 

"გუშინ ხაიშში "ხუდონჰესის" წინააღმდეგ გამოსულ მოსახლეობას მარგვეთისა და უბისის ეპარქიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ისინი, სიწმინდეების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამავლობას სთხოვენ. სასულიერო პირების განცხადებით, ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ეკლესია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასაფლაო წყლის ქვეშ მოექცევა. ამიტომაც ითხოვენ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების, კონკრეტულად კი კონკორდატის მე-7 მუხლის დაუყოვნებლივ ამოქმედებას. აღნიშნული მუხლის მიხედვით, სახელმწიფომ 2002 წელს ვალდებულება აიღო, რომ დაიცვას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული სიწმინდეები და ეკლესია-მონასტრები", დასძენს გამოცემა.

 

 

"გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის თქმით, ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის მონაწილეობა აუცილებელია, რადგან გარემო პირობების ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტების განხორცილებისას მოსახლეობის ჩართულობის ვალდებულება ხელისუფლებას სამართლებრივადაც ეკისრება. "ჩვენი მთავრობის მთავარი ფასეულობა გახლავთ ადამიანები და ხალხი, შესაბამისად, სწორედ ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება. აქედან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანების მონაწილეობა და მათი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს მინისტრი, რომლის განმარტებით, "საქართველო არის ორჰუსის კონვენციის მხარე და ეს არის ადამიანების უფლებების დაცვის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში", - წერს სტატიის ავტორი.

 

 

"ხაიშის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს თბილისში. აქციაზე მყოფი მირონ ფირცხელანი აღნიშნავს, რომ სადგურის მშენებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკა ჯორჯია" მოსახლეობას "დაყავი და იბატონეს" პრინციპით უპირებს გატეხვას. მისი განმარტებით, "ინვესტორებს სურთ მოისყიდონ რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, რომლებსაც დანარჩენებთან დააპირისპირებენ, ასეთი მიდგომა უსამართლოა და სვანები ამას არ დაუშვებენ". ხოლო აკაკი გასვიანის განცხადებით, კომისიამ, რომელიც შედგებოდა გეოლოგებისაგან და სეისმოლოგებისაგან, დაადგინა, რომ ჰესის ასაშენებელ ადგილზე სერიოზული მიწისძვრის ნაკვალევია - ეს უარყოფითი დასკვნა მაშინ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ, ანტიქართული განწყობის მიუხედავად, დაწერა - დასკვნაში აღნიშნულია, რომ მაღლივი კაშხალების აშენება კატეგორიულად უნდა აიკრძალოს იმიტომ, რომ იქ გადის მიწისქვეშა ფილების რღვევის ხაზი", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

 

 

"მრავალი ფაქტია მსოფლიოში, როდესაც მაღალი კაშხლები 40 მეტრის სიმაღლეს აცდა, ყველგან მოხდა კატასტროფული მიწისძვრა. მარტო ჩინეთში ასეულობით ათასი ადამიანი იმსხვერპლა კაშხლების ნგრევამ. ამიტომაც ვართ ჩვენ ამ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი. პლუს ამას ტენიანობა იზრდება. ჯერ კიდევ ენგურის სარკემ გამოიწვია 1987 წლის დიდთოვლობა და კატასტროფული მოვლენები სვანეთში. მეწყერი ახლაც გრძელდება. ამაზე პასუხი არავინ აგო. ჩვენ მათ წინააღმდეგაც შევიტანთ სარჩელს. დღეს ცოტანი ვართ, მაგრამ მოკლე ხანში, მინიმუმ, 10 ათასი სვანი ვაჟკაცი შეიკრიბება ამ ადგილზე და ეს იქნება მრისხანე განაცხადი! პროექტი დაუბრუნონ პატრონს! ვერავითარი ინვესტორი იქ ვერ შევა", - განაცხადა გასვიანმა. აქციის მონაწილე გურამ სუბელიანის თქმით, სვანი მოსახლეობა იცავს რუსეთთან საზღვარს. ხუდონჰესის აშენება კი გამოიწვევს ამ ტერიტორიის სვანებისგან დაცლას - "ეს ადგილები გადავა ჩვენი მეზობლის ხელში. რა არის ეს? სამხედროებმა წარმოადგინეს სქემა, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია. ეკოლოგებმა საშინელი სურათი დაუდეს მთავრობას. როდესაც 300 ათასამდე დევნილი გვყავს, კიდევ უნდა დავემატოთ და გადაგვასახლონ ეს გაჭირვებული ხალხი? არც ერთი სვანი ამას მხარს არ უჭერს", - განაცხადა სუბელიანმა. მისი მტკიცებით, "სვანეთის ჩაძირვა გამოიწვევს საქართველოს არა გაბრწყინებას, არამედ - დაბნელებას", - დასძენს სტატიის ავტორი.

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/269162-qarthuli-presis-mimokhilva-07022014.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი