პროკურორმა ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის მიზეზი დაასახელა - მალხაზ კობაურსა და რაიან სმიტს შორის კონფლიქტის საფუძველი იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა გახდა
11-07-2018, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მწყემსის სასამართლო პროცესი იწყება. გამოძიების ვერსიით მალხაზ კობაურმა ჯერ რაიან სმიტი მოკლა და შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა. ადვოკატის თქმით, ამ ვერსიას ეჭვმიტანილი არ ეთანხმება და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზე საუბრობს.

 


სასამართლო პროცესამდე პროკურორმა დეტალურად ისაუბრა მომხდართან დაკავშირებით.

 


პროკურორის თქმით, დამნაშავე ყველანაირად ცდილობდა მტკიცებულებებისა და სამხილების დამალვას.

 


მანვე დაამატა, რომ ინციდენტის მოტივი ურთიერთშელაპარაკება იყო, რისი საფუძველიც ბრალდებულის მიერ იარაღის დაუდევრად ტარება აღმოჩნდა, რაც 4 წლის ბავშვს საფრთხეს უქმნიდა.

 


„მომხდარი ფაქტის შემდგომ ბრალდებული ყველანაირად ცდილობდა კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებებისა და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი იყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ეჭვმიტანილის დაკავება. დანაშაულის მოტივი, რომელიც დღეის მდგომარეობით იკვეთება, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველი, იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა გახდა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ბრალდებული ამ იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლებოდა ბავშვს, რომელიც მის გვერდით იმყოფებოდა, რაიმე საფრთხე შექმნოდა. ამის გამო მან შენიშვნა მიიღო და ეს გახდა შელაპარაკების მიზეზი“, განაცხადა პროკურორმა.  

 

ხადას ხეობაში აშშ-ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი