ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული: ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო
11-07-2018, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის რაიონული სასამართლო ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსისთვის, მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

 

 

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო", თქვა მწყემსმა.

 


მკვლელობის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს სახელმწიფო ბრალდება, რომელმაც მკვლელობის მიზეზი უკვე დაასახელა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი მალხაზ კობაურსა და მოკლულ მამაკაცს, რაიან სმიტს შორის მომხდარი კონფლიქტი გახდა. საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე მედიას განუცხადა, რომ კონფლიქტის საფუძველი იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა იყო.

 

 

გამოძიების ვერსიით, მალხაზ კობაურმა ჯერ რაიან სმიტი მოკლა და შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა.

 

 

პროკურორის თქმით, დამნაშავე ყველანაირად ცდილობდა მტკიცებულებებისა და სამხილების დამალვას.

 

 

„მომხდარი ფაქტის შემდგომ ბრალდებული ყველანაირად ცდილობდა კვალი გაექრო და მოეხდინა მტკიცებულებებისა და სამხილების გადამალვა. რაც შეეხება იმ მომენტს, როდესაც გამოძიებით გამოიკვეთა, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი იყო ბრალდებულის მიერ, იმ მომენტიდან მოხდა ეჭვმიტანილის დაკავება. დანაშაულის მოტივი, რომელიც დღეის მდგომარეობით იკვეთება, ეს არის ურთიერთშელაპარაკება. საფუძველი, იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების წესების დარღვევა გახდა, რაც არ მოეწონა გარდაცვლილ პიროვნებას. ბრალდებული ამ იარაღს ისე ატარებდა, რომ შეიძლებოდა ბავშვს, რომელიც მის გვერდით იმყოფებოდა, რაიმე საფრთხე შექმნოდა. ამის გამო მან შენიშვნა მიიღო და ეს გახდა შელაპარაკების მიზეზი“, განაცხადა პროკურორმა.

 

 

მალხაზ კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

 

 

სამართალდამცველები მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობას ედავებიან.

 

 

სმიტების ოჯახის წევრთა მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში, 7 ივლისს, ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა სმიტი - დაღუპული იპოვეს. მაშველების მიერ მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა მათი 4 წლის შვილის ცხედარიც.

 

კომენტარები: 2
#2   გიო
      
ფილმი მაინც არ აქვს ამ ბიჭს ნანახი? რომელ მიკვლელი კლავს ჯერ3 ადამიანს და მერე უცებ მეოთხე მოწმეს უშვებს ცოცხალს. რამხელა ბოდვაა!
11 ივლისი 2018 08:09
#1   David
      
ეს ახალგაზრდა მაგ სისასტიკის ჩამდენი რომ არაა ნათლად აწერია სახეზე! ის ალბათ შეესწრო მკვლელობას! მკვლელი დარწმუნებული ვარ ქართველი არ იქნება! უფრო სწორად საქართველოს მტრის გაკეთებულია ეგ! სპეცსამსახურების მოწყობილია ეგ საქმე და რომლის ძნელი გამოსაცნობი მგონი არ არის!

ეს ახალგაზრდა მაგ სისასტიკის ჩამდენი რომ არაა ნათლად აწერია სახეზე! ის ალბათ შეესწრო მკვლელობას! მკვლელი დარწმუნებული ვარ ქართველი არ იქნება! უფრო სწორად საქართველოს მტრის გაკეთებულია ეგ! სპეცსამსახურების მოწყობილია ეგ საქმე და რომლის ძნელი გამოსაცნობი მგონი არ არის!
11 ივლისი 2018 08:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი