ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბიშის“ ფირმის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
საპატრულო პოლიციაში ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაუდგენელმა პირებმა საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ ავტომანქანაში ხელყუმბარა შეაგდეს და ააფეთქეს, ამ ვერსიას შინგან საქმეთა სამინისტრო არ იზიარებს.
მანქანა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. ოჯახი ვერსიებზე ლაპარაკისაგან თავს იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.