შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.
სამართალდამცველები, დაკავებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.