გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შსს-ს რიგებიდან იქნებიან დათხოვნილი თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელი და კიდევ სამი პირი
14-07-2018, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელსა და კიდევ სამ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვენ.

 

 

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

 

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რაც ხდება გენერალურ ინსპექციაში. გუშინ, დეპუტატებმა დასვეს კითხვა ერთ-ერთ კონკრეტულ კეისთან დაკავშირებით, ეს გახლავთ კოკა კობალაძის კეისი და მე ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო დღეს კონკრეტული განმარტება. მოგეხსენებათ, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანმა გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

 

გუშინ, გუშინწინ, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ, გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი, რომლებმაც ეს ვიზიტის ფაქტი დამალეს. ეს ფაქტი დღეს იქნა დადგენილი, გუშინ, უფრო სწორად, გენერალური ინსპექციის ძიების შედეგად და იმის გამო, რომ მსგავსი ქმედება აბსოლუტურად არის მიუღებელი სისტემისთვის, ჩვენ მივიღეთ დისციპლინარული დასჯის უმკაცრესი ზომა და ეს ორი თანამშრომელი, მათი კონკრეტული უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალდევის სამმართველოს ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, დათხოვილი იქნებიან შსს-ს რიგებიდან, რამეთუ ამის ჩამდენი პოლიციელების ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არის", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი