ზვიად ძიძიგური: რჩება შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მარგველაშვილი მეხუთე წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გათავისებული
14-07-2018, 19:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აჭარის არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ" და იმ უმაღლეს საბჭოს აქვს პრეროგატივა მთავრობა და მისი მეთაური დაასახელოს, რომელიც აჭარაში მოქმედებს“, აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური.

 


„რა თქმა უნდა პრეზიდენტს აქვს კანონით მინიჭებული ის უფლება რომ მან კონსულტაციები ჩაატაროს სხვადასხვა ჯგუფებთან, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს ის მოსაზრება, რომელიც აჭარის უზენაეს საბჭოს ააქვს. სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ დავინახავთ, რომ პრეზიდენტი ისევ ეჭიდება თავის ფორმალურ უფლებებს, რომელიც მას გააჩნია კონსტიტუციის მიხედვით. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მარგველაშვილი მეხუთე წელია პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გათავისებული. რაც შეეხება აჭარაში პოლიტიკური ან სხვა ტიპის კრიზისი - ეს მოდით ყველამ ერთად კატეგორიულად გამოვრიცხოთ", განაცხადა ჟურნალისტებტან საუბარში ზვიად ძიძიგურმა.

 


მისი თქმით, ხალხის ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ და მით უმეტეს, პრეზიდენტმა.

 


„ხალხმა გადაწყვიტა აერჩია აჭარის უზენაესი საბჭო ისეთი შემადგენლობით როგორი შემადგენლობითაც აირჩია. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, როდესაც ხალხზე აპელირებას ვაკეთებთ მაშინ უნდა დაუჯერო, რასაც ხალხი გეუბნება, ეს არის ძალიან მარტივი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს", აცხადებს ზვიად ძიძიგური.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი