მამუკა ბახტაძე: იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები... ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ
15-07-2018, 00:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის მიერ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დასკვნით სიტყვაში, იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით მიაღწევენ იმ მიზნებს, რაც პროგრამაშია გაწერილი. მან აღნიშნა, რომ „იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები“ და მისი მთავრობა იქნება „საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი“.

 


„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვისმინეთ და გვქონდა შინაარსიანი საუბრები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემ გვერდით დგანან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავის საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენ პროგრამაში დაფიქსირებული. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან. ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესების გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ. მოგმართავთ პარლამენტის ყველა წევრს, დაგვიჭიროთ მხარი და ნდობა გამოუცხადოთ აქ წარმოდგენილ გუნდს. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ხვალიდან შეუდგება ახალი გუნდი საქმიანობას, რადგან წინ ბევრი სასიკეთო და საინტერესო საქმე გვაქვს გასაკეთებელი. იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები“, განაცხადა ბახტაძემ.

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა.

 


მამუკა ბახტაძის ახალ მინისტრთა კაბინეტს ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა, 12 წინააღმდეგ წავიდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი