ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლთა სამიზნეებზე „ყველაზე მძიმე დარტყმები“ განახორციელა 2014 წლის ომის შემდეგ
15-07-2018, 10:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ მებრძოლთა სამიზნეების წინააღმდეგ თავისი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა 2014 წლის ომის შემდეგ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 


მისი თქმით, რეიდები ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების საპასუხო იყო. „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ როგორც BBC იუწყება, კვლავ ვრცელდება ინფორმაციები ორმხრივი ცეცხლის შესახებ.

 


პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, მოკლულია 2 და დაჭრილია 12 ადამიანი ქალაქ ღაზაში შაბათს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად.

 


ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დარტყმა მიაყენეს იმ ობიექტებს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს, მათ შორის ბეით ლაჰიაში მდებარე ბატალიონის შტაბ-ბინას - სამწვრთნელო ბანაკს, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში ალ-შატის დევნილთა ბანაკის მაღალსართულიან შენობაშია განთავსებული და სადაც იარაღის საწყობები და რაკეტის გამშვები მოწყობილობებია მოთავსებული.

 


„ისრაელის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და უსაფრთხოების უმაღლეს ოფიციალურ პირებთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ მძლავრი ქმედებების განხორციელება „ჰამასის“ ტერორიზმის წინააღმდეგ“, განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეო განცხადებაში, სადაც აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენეს“ ჰამასს 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ და საჭიროების შემთხვევაში ისრაელი დარტყმებს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.

 


მიუხედავად ამისა, პალესტინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ეგვიპტის და საერთაშორისო ძალისხმევით“ ახლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ამის შესახებ ისრაელს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 


თვითმხილველებმა ახალი ამბების სააგენტო „როიტერსს“ განუცხადეს, რომ ქალაქ ღაზაში დარტყმები ცარიელ შენობაზე განხორციელდა და დაღუპულები შემთხვევით გამვლელები არიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი