ილია წულაია: „მე მჯერა, რომ ჩვენი პრემიერ მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და თამამი გადაწყვეტილების მიღება“
15-07-2018, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მჯერა იმის, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობის აღება და თამამი გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 


მისი თქმით, ეს გამოჩნდა მაშინ, როდესაც ბახტაძე ფინანსთა მინისტრად დაინიშნა და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა დაპირებიდან, დღგ-ს დაბრუნებას ეხებოდა.

 


„ეს საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო ფისკალური თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან პასუხისმგებლობით აღსავსე, რისკიანი და ძალიან გამართლებული. დაახლოებით 450 მილიონი ლარი ბრუნდება ეკონომიკაში ამ გადაწყვეტილებით და ეს ფულია ფაქტობრივად, რომელიც კიდე უფრო ახალისებს ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ის კარგი შედეგი, რაც გვაქვს 7.5 ეკონომიკური ზრდა მაისის თვეში, სწორედ ამ ბოლო თვეებში ამ რეფორმის და იმის შედეგია, რომ ეს ფული ნელ-ნელა ბრუნდება ეკონომიკაში. ეს მომავალ თვეებშიც ძალიან დადებით შედეგს მოგვცემს“, განაცხადა ილია წულაიამ.

 


ნდობის გამოცხადების კიდევ ერთ ფაქტორად დეპუტატი პრემიერ-მინისტრის სხვა ინიციატივებსაც - მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის 5-დან 1 პროცენტამდე შემცირებას და საბიუჯეტო დავალიანებისგან 50 000-მდე მეწარმის გათავისუფლებას ასახელებს.

 


„რა თქმა უნდა ესეც გარკვეულ ფისკალურ ეფექტს ქმნის შეიძლება სახიფათო ნაბიჯი ყოფილიყო, მაგრამ მხარი დავუჭირეთ. მან აიღო პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილებაც ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს. ასევე მან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 50000-მდე მეწარმე საბიუჯეტო დავალიანებისგან გაათავისუფლა და შესაძლებლობა მისცა, რომ დაუბრუნდნენ მეწარმეობას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის დოვლათის შექმნაში და ქვეყნის განვითარებაში“, განაცხადა ილია წულაიამ.

 


დეპუტატი დარწმუნებულია, რომ განახლებული მთავრობა ახალ სახეებთან ერთად, რომლებსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ძალიან წარმატებული გუნდი იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი