ბაჩუკი ქარდავა: ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს
15-07-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციური ერთობის მთავარი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, „ხელისუფლების სრული ცვლილება“ იქნება.

 


„ის 9 სუბიექტი, რომელიც აქ არის შეკრებილი, მუშაობს ერთად, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი ამ ერთობას კიდევ შემოუერთდება. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება, ამაში დარწმუნებული ვარ და არ გაგვიჭირდება, ღირსეული, ძლიერი კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს არა საპრიზო ადგილისათვის ამ არჩევნებში, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად. საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების სრული ცვლილება“, განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ბაჩუკი ქარდავამ.

 


9 ოპოზიციური სუბიექტი, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას სამშაბათს გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი