პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატი ეყოლება და ეს კანდიდატი აუცილებალდ გაიმარჯვებს.
„სამწუხაროდ, დღეს არის სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება აღარ უსმენს ხალხს და უკიდურესად რთულ სიტუაციაშია ქვეყანა. გამოსავალი არის ერთადერთი მაქსიმალური გაერთიანება, ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფის, ვისაც სწამს და სჯერა საქართველოს მომავლის.
დრო ძალიან ცოტაა და შესაბამისად, კონკრეტულ სახელებს ეხლა ნამდვილად ვერ დავასახელებ, მაგრამ უკვე მივედით შეთანხმების პროცესამდე. გვეყოლება საერთო კანდიდატი და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში, ამაში დარწმუნებული ვარ“ , განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.