არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა, გეგმები რომელზეც არერთი დისკუსია იყო საპარლამენტო უმრალესობის შიგნით“
15-07-2018, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ვნახეთ რეალური, საქმიანი პროგრამა, გეგმები რომელზე არერთი დისკუსია იყო საპარლამენტო უმრალესობის შიგნით“ – განაცხადა თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმრავესობის ლიდრმა არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივებზე და რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა.

 


„ჩვენ ვნახეთ გადასახადების დაწევის ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბაზრის და წარმოების ინტეგრაციაზე თქვენი ძლიერი განაცხადი საერთაშორისო ბაზრებში, რაც ექსპორტის ზრდას უკავშირდება. ჩვენ გვაქვს კიდეც ექსპორტის ზრდის დინამიკა რაც უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ, ჩვენ მოვისმინეთ ლოჯისტიკური პროექტების შესახებ, ჰაბებზე რომელიც მართლა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაზე, იყო საუბარი პოლიციის სისტემურ განახლებაზე, კომერციული დავების უფრო ეფექტური მოდელის შემოთავაზება რომელიც გადაწყვეტილებას უფრო მოკლე დროში უზრუნველყოფს და ეს არის ახალი უსაფრთხოების სიგნალი ინვესტორებისთვის და ბიზნესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესდავები მოკლე დროში სამართლიანად იყო გადაწყვეტილი და ამ რეფორმებსაც ჩვენ მივესალმებით“ - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

 

 

არჩილ თალაკვაძე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, რომლებიც, მისი თქმით, საპარლამტო უმრავლესობის გუნდში იყო განხილული და ზუსტად შეესაბამება სულისკვეთებას რომლითაც მამუკა ბახტაძე მივიდა პარლამენტში. მისივე თქმით, ეს არის სწრაფი, ეფექტური, გაბედული გადაწყვეტილებები რომელმაც უფრო სწრაფად, შეიძლება არა ერთ, სამ წელიწადში არამედ თვეების განმავლობაში შეცვალოს კონკრეტული ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

 

„დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას, ეს არის სტაბილური დახმარება თუმცა როგორც კი ოდნავ ადამიანი დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძებნის, როგორც კი ორ სამთვიან ანაზღაურებას მოიპოვებს, მას ეს დახმარება უწყდება. ამის გამო ბევრი უარს ამბობს ეძებოს სამუშაო, ეძებოს დამატებითი შემოსავალი, ბევრს საერთოდ ეშინია მუშაობის დაწყება იმის გამო რომ სოციალური დახმარება არ შეუწყდეს. აი აქ, პარლამენტში პირდაპირ გთავაზობთ, თუ ჩვენი მიზანი არის რომ ადამიანი სწრაფად ამოვიდეს სიღარიბიდან და მას იმიტომ ვეხმარებით, რომ სიღარიბეში აღმოჩნდა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირიქით ის უნდა წავახალისოთ, რომ სოციალური დახმარების პარალელურად მან მოძებნოს მეტი ახალი შემოსავალი, მოძებნოს სამსახური და უფრო სწრაფად დააღწიოს თავი სიღარიბეს. ამიტომ გთავაზობთ ამ პროგრამის რეკონფიგურაციას იმგვარად, რომ სოციალურ დახმარებასთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანს პირიქით სტიმული შევუქმნათ რომ მან მოძებნოს სამსახური, თუნდაც ეს იყოს სამ თვიანი, ოთხ თვიანი დამატებითი შემოსავალი.

 

 

გთავაზობთ ასევე მეორე ინიციატივას თუ შესაძლებელია განვიხილოთ, რომ სკოლები გადავიყვანოთ დაფინანსების ისეთ მოდელზე სადაც მათ შედეგების მიხედვით საბაზისო დაფინანსებასთან ერთად მიეცემათ დამატებითი ბონუს დაფინანსება და პედაგოგებს პირდაპირ ეცოდინებათ, რომ უკეთესი შედეგებისთვის მათი სკოლა მიიღებს მეტ შემოსავალს, მეტ დაფინანსებას და ეს გარანტირბულად აისახება პედაგოგების ხელფასებზე.

 

 

მესამე კონკრეტული თემა ეს არის საცხოვრისით უზუნველყოფა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი დევნილი შეასახლა ჩვენმა ხელისუფლებამ და ეს საკითხი გადაუჭრა ბევრ ადამიანს, არა ერთ ჩვენს თანამოქალაქეს აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა, ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები რომელიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის. ქვეყანაში კი ამ დროს ქალაქებში, გზებზე, არის ისეთი შენობები რომელთა რემონტი და ბინების სახით გამოყენება შეუძლია მუნიციპალიტეტებს. შეუძლია მთავრობას ეტაპობრივად, სოფლებშიც არის სახლები რომლის შესყიდვა და გამოყენება შეიძლება ამ ოჯახებისთვის ვისაც ჭირდებათ საცხოვრისი, ხომ არ შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა რომელიც ადამიანებს დაეხმარება სანამ მათ ჭირდებათ, მით უმეტეს ქვეყანაში ვალების გამო არა ერთმა ოჯახმა დაკარგა სახლკარი და ისინი დახმარებას საჭიროებენ. კიდევ ერთი ინიციატივა, რაც თქვენ თქვით და მივესალმები და მხარს ვუჭერ რომ დაბრუნდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. აღდგეს ის დაფინანსება და მეტიც გაიზარდოს ის დაფინანსება იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თითოეულ სოფელში ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები, თვითონ განკარგონ ფული, რომლითაც თავისი სოფლის პრობლემები უნდა მოაგვარონ. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი წინა მინისტრთა კაბინეტთან მაშინ მივიღეთ დაპირება რომ ეს პროგრამა დაფინასდებოდა, აღდგებოდა მაგრამ როგორც ხედავთ დღეს თქვენ აღმოჩნდით პრემიერ მინისტრი რომელიც ამ პროგრამას პრიორიტეტს ანიჭებს.

 

 

შემდეგი მნიშვნელოვანი სფერო - „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც გაბედული ნაბიჯი გადადგა როდესაც შეიმუშავა ახალი ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ და აქ არის ქეთი ციხელაშვილი, რომელსაც მართლაც უპრეცენდენტო მხარდაჭერა ჰქონდა პარლამენტში როდესაც ეს ინიციატივა წარმოადგინა. ამ სამშვიდობო ინიციატივით ჩვენ აფხაზეთში და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებას ეკონომიკის, განათლების, სოციალურ, საჯარო სერვისებს ვუზიარებთ და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი მომავალში ამ პრობლემის მშვიდობიანად გადასაჭრელად. თუმცა ამასთან ერთად, მე ვფიქრობ უკვე დროა უფრო გახსნილად ვესაუბროთ აფხაზებს, დროა ტავიდან გავიცნოთ ერთმანეთი როგორც დიდი ხნის უნახავმა ძმებმა, კიდევ უფრო შევასუსტოდ ეს მავთულხლართები“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი