რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან სარისკო აღმოჩნდა ის, რომ კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა დაამყარა და მომენტალურად დაიწყო მისი გუნდის განადგურება
16-07-2018, 12:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე იმ მიზეზზე საუბრობს, რამაც გიორგი კვრიკაშვილის პრემიერ მინისტრის პოსტიდან გაშვება განაპირობა.

 


როგორც მან „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილის და მისი „გუნდის განადგურება“ მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრემიერმა „ახლო ურთიერთობები დაამყარა“ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან.

 


„ანაკლიის პორტი რეალურად დასავლეთთან ურთიერთობის ასე ვთქვათ, ხიდია და ეს ხიდობა არ აპატიეს კვირიკაშვილს, რომელმაც კარგი ურთიერთობა დაამყარა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან, პირადად სახლში იყო, „დაჩაზე“ - ასე რომ ვთქვათ, რანჩოზე იმყოფებოდა და რას ილაპარაკებდნენ, არავინ იცის, მაგრამ ასეთი ახლო ურთიერთობების დამყარება, როგორც ჩანს, აღმოჩნდა ძალიან სარისკო ბიძინა ივანიშვილისთვის და მომენტალურად დაიწყო მისი გუნდის განადგურება“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი