მამუკა ბახტაძე: ბიუჯეტის 50% დამოკიდებულია 150 ბიზნესორგანიზაციაზე, რასაც უარყოფითი ეფექტები აქვს ეკონომიკის მოწყვლადობის და სამეწარმეო სულისკვეთების შემცირების თვალსაზრისით
16-07-2018, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიუჯეტის 50% ფაქტობრივად, 150 ბიზნესორგანიზაციაზეა დამოკიდებული, რასაც უარყოფითი ეფექტები აქვს ეკონომიკის მოწყვლადობის და სამეწარმეო სულისკვეთების შემცირების თვალსაზრისით, განაცხადა შაბათს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 


„სამართლიან თამაშის წესებსა და ახალ ეკონომიკურ მოდელზე მე ბევრი ვისაუბრე, თუმცა, კიდევ შემიძლია გავიმეორო - ჩემი აზრით, რა სტატისტიკაც მე მოგიყვანეთ, კარგად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რაც არსებულმა ეკონომიკურმა მოდელმა მოიტანა. ბიუჯეტის 50% ფაქტობრივად, 150 ბიზნესორგანიზაციაზეა დამოკიდებული. თქვენ თვითონ გააკეთეთ ანალიზი, რა უარყოფითი ეფექტები აქვს ამას გინდა ეკონომიკის მოწყვლადობის თვალსაზრისით, გინდა იმ თვალსაზრისით რომ ეს აკეთებს სამეწარმეო სულისკვეთების შემცირებას ქვეყანაში. ეს იწვევს სწორედ იმას, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ აქვს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მათ ხელშია. ეს არის სრული კატასტროფა. და ამის პასუხი არის ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შეცვლის ეკონომიკურ მოდელს და საშუალებას მისცემს, რომ ყველამ, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეძლონ თავიანთი შესაძლებლობების და ნიჭის რეალიზაცია ამ ქვეყანაში“, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი