მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩია.
ასევე, 6 წლით არჩეულმა თადუმაძის წინამორბედმა, ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა გასულ თვეს, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების საქმის არასათანადოდ წარმართვით გამოწვეული მასობრივი პროტესტის ფონზე დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.