თბილისს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტად ეწვია
16-07-2018, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო ვიზიტად თბილისს დღეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დელეგაციასთან ერთად ეწვია.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და სერჯო მატარელას პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან.

 


პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები ორმხრივ დოკუმენტებს - მემორანდუმებს მოაწერენ ხელს თავდაცვის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების, განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დღესვე პრეზიდენტები ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

 


იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 


სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.

 


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იტალიაში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას დაიგეგმა, პრეზიდენტები ისაუბრებენ პირველ რიგში, ოკუპაციის საკითხებზე.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ იტალია არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ცხადია ისაუბრებენ უფრო მეტ დაახლოებაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში არაერთ მემორანდუმს მოეწერება ხელი უწყებათა თანამშრომლობის კუთხით. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ შედგება ბიზნესფორუმი. ფაქტია, რომ საქართველოს და იტალიას რეალურად აქვთ მაღალი პოტენციალი ეკონომიკური თანამშრომლობის, რომელიც მთლიანად უნდა ავითვისოთ და შევისწავლოთ და ბიზნესფორუმი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს", -ღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი