ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ შალვა თადუმაძე წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება“
16-07-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გადაწყვეტილება მივიღეთ კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე - შალვა თადუმაძე არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის მიერ შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.

 

 

მისი შეფასებით, შალვა თადუმაძეს შესაბამისი განათლება, გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს.

 

 

„დღეს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა მთავარი პროკურორის და შემდეგ უკვე გენერალური პროკურორის პოსტზე ბატონი შალვა თადუმაძის კანდიდატურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ბატონი შალვა არის პრინციპული ადამიანი, მან ეს პრინციპულობა არაერთგზის გამოავლინა, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, მას აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული მთავარი პროკურორი და ნოემბრის შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული გენერალური პროკურორი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მთავარი პროკურატურის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას და არსებობს მოთხოვნები კონკრეტული მიმართულებებით უწყების საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

 

„არის მნიშვნელოვანი გამოწვევები პროკურატურის წინაშე. საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია ბატონ შალვა თადუმაძეს ამ თანამდებობის დაკავება. არის სერიოზული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტული მიმართულებებით პროკურატურის საქმიანობა, მეტი კომუნიკაცია იყოს პროკურატურასა და საზოგადოებას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი შალვა ძალიან დიდი წარმატებით გაართმევს თავს იმ საქმეს, რასაც ჰქვია პროკურატურის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესება“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი