ვიდეო: „შე სამარცხვინო, მაიმუნო ქალო“ - თინა ბოკუჩავა პარლამენტში ეკა ბესელიას მიეჭრა - მდგომარეობის განსამუხტად ოპოზიციონერ დეპუტატთან ირაკლი კობახიძეც მივიდა
16-07-2018, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მთავარი პრკურორის კანდიდატურის განხილვის დროს, ეკა ბესელიასა და თინა ბოკუჩავას შორს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 


თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

 

 

 


ამის შემდეგ ბესელიამ ბოკუჩავას მიმართა და უთხრა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას ოქროს ნივთებს ჩუქნიდა.

 


„ქალბატონო ბოკუჩავა, სააკაშვილი როცა ჩემ ოჯახს აპატიმრებდა, კორუფციულ სქემებში ერთ-ერთი თქვენ იყავით, ოქროს ნივთებს გიგზავნიდათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას გამოსვლის შემდეგ სიტყვა მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. რის შემდეგაც ემოციურ ფონზე, ბოკუჩავამ ეკა ბესელიას „სამარცხვინო და მაიმუნი ქალი" უწოდა.

 


„შენი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში, დაგავიწყდა ხომ? შე, სამარცხვინო ქალო, შენა. შენ გგონია, რომ გაგივა ხომ ეს ყველაფერი. 2004 წელს, მე ვსწავლობდი დაფინანსებით, ამერიკის დაფინანსებით, შენი ყაჩაღი შვილივით, დანით კი არ დავრბოდი.... კარგად იცი შენ ჩემი წარსული და ამიტომ ენას კბილი დააჭირე შე, მაიმუნო ქალო“, უთხრა თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას.

 

 

კომენტარები: 1
#1   ქეთინო
      
სამარცხვინოა მთელი პარლამენტი, თავჯდომარის თამადობით, სავალალოა ქვეყნის და ხალხის მდგომარეობა
22 თებერვალი 2019 23:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი