აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას - ტიტე აროშიძე დაიკავებს
16-07-2018, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას - ტიტე აროშიძე დაიკავებს.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ჯაბა ფუტკარაძე არის ვარშავის უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით და ლესტერის უნივერსიტეტის მაგისტრი ფინანსური ეკონომიკის მიმართულებით. ბოლო დროს მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იგი სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსია.

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ჯაბა ფუტკარაძის განათლება და გამოცდილება მნიშვნელოვანია რეგიონის სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსების მართვის კუთხით.

 

 

რაც შეეხება აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ტიტე აროშიძეს, იგი მუშაობდა როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო სექტორში. ბოლო დროს მუშაობდა აჭარის სტრატეგიული განვითარების კვლევის შეფასებაზე და სოფლად ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაციის კუთხით. მას კარგად იცნობენ რეგიონის ექსპერტულ წრეებში.

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ტიტე აროშიძის გამოცდილება და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად წაადგება ფერმერული მეურნეობების და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას ინარჩუნებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის პოსტზე უმრავლესობის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დღეს წარუდგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი