საქართველოს პრემიერ მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
16-07-2018, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირისპირ შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ყირგიზეთს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

 

 

 

„პირისპირ საუბრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ყირგიზეთის მხრიდან გამოითქვა სურვილი საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაზიარების კუთხით საქართველოს მთავრობასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა.

 

 

განსაკუთრებულად აღინიშნა წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, აგრეთვე ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს, რომ გააქტიურდეს მთავრობათაშორისი კონსულტაციების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

 

აგრეთვე, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობას და ყირგიზეთის, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნის როლს ცენტრალურ აზიასა და მთლიანად, აზიის რეგიონთან.

 

 

მუჰამედკალი აბილგაზიევმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა OGP-ის სამიტზე მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობისა.

 

 

თავის მხრივ, ქართული მხარე მიესალმა სამიტში ყირგიზეთის მაღალი დონის მონაწილეობას და აღინიშნა, რომ ყირგიზეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიტანს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან შინაგან საქმეთა, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი