იტალიის და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს
16-07-2018, 19:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს. გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე იტალიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს.

 

 

„დიდი სიხარულია ჩვენთვის თქვენი ჩამობრძანება. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ ჩემი და ქართველი ხალხის გული სიყვარულითაა სავსე, რადგან ეს იტალიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში და თქვენ ჩამოხვედით საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

იტალიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და მწუხარება გამოთქვა მეშახტეების დაღუპვის გამო.

 


„სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვა ყოველთვის სამწუხაროა. იტალიელები გიცხადებთ სოლიდარობას“, განაცხადა იტალიის პრეზიდენტმა.

 


პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები: პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, თავდაცვის, სამართალდაცვითი და კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შემდგომ და კიდევ უფრო გაღრმავებას.


პრეზიდენტებმა შეხვედრისას მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე.

 


გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ. აღინიშნა, რომ წელს იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ეუთოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და დევნილთა საკითხის შენარჩუნება საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობისაა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა სერჯო მატარელას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ძალიან აფასებს იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, პრეზიდენტ სერჯო მატარელას პირად როლს ამ თანამშრომლობის განვითარებაში.

 


„ჩვენი შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული მეგობრული გარემოთი, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზეც. თქვენი ვიზიტი საქართველოში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი და წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

გიორგი მარგველაშვილი მოხარულია, რომ საქართველოს იტალიის სახით ძლიერი და მტკიცე მხარდამჭერი ჰყავს და აცხადებს, რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში მოიტანს მეტ სტაბილურობას და ახალ შესაძლებლობებს გახსნის ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის.

 

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირსა და ნატოს სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს. საქართველო და იტალია საერთო გამოწვევების წინაშე ვართ და საქართველო კვლავაც რჩება მნიშვნელოვან კონტრიბუტორად ჩვენი საერთო ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის უსაფრთხოებაში.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი