გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მინისტრები, სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლებად დაინიშნენ
16-07-2018, 22:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება. შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა.

 


ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

თავდაპირველად მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩენილი სოზარ სუბარის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ იგი მრჩევლად დაინიშნა. 

 

 

ბახტაძე გუბერნატორების დიდი ნაწილის შეცვლას ახლო მომავალში აპირებს და რეგიონული მიმართულებით სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობს. 

 

 

პრემიერ მინისტრმა 11 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ გუბერნატორების დონეზე, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმება. მან რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს რეგიონებში, აქედან გამომდინარე, „ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ განვახორციელოთ როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ისე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით“.

 


„ამ ინსტიტუტს [გუბერნატორის] სჭირდება გაძლიერება და ისეთი ფორმატის მიცემა, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტიტუტი აუცილებელია. მას სჭირდება გაძლიერება, მას სჭირდება ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოსახლეობისგან მივიღოთ ის საკითხები, პრობლემური საკითხები, რომელიც ადგილზეა და ამავე დროს, ვიმუშაოთ აღმოფხვრაზე ამ საკითხების მაქსიმალურად, ოპერატიულ რეჟიმში... მე ვფიქრობ, რომ მმრათველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი