ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
17-07-2018, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

 

 

„ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას და პრეზიდენტს იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ირაკლი კობახიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ერის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.

 

 

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ის პრაგმატული პოლიტიკა გააცნო, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

 

 

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის შესახებ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ისტორიული ფუნქციების აღდგენა და ამ მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

 

 

მხარეებმა კულტურულ და ხალხთაშორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ სერჯო მატარელას იტალიის მხრიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ირაკლი კობახიძემ იტალიის პრეზიდენტს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო.

 

 

სერჯო მატარელას განცხადებით, ეს არის იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და მოხარულია, რომ მისი ვიზიტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს დაემთხვა.

 

 

პრეზიდენტმა პარლამენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველო იტალიისთვის რეგიონში ყველაზე ახლო პარტნიორია. სერჯო მატარელას განცხადებით, იტალია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი