ირაკლი კობახიძე: ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა
17-07-2018, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „ღია პარლამენტის დღე“ განაცხადა, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა.

 


„ჩვენი მიზანია, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდეს, გახდეს ერთერთი მთავარი რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა.

 


ირაკლი კობახიძემ, ღია პარლამენტის ქსელის - ParlAmerica-ს პრეზიდენტთან, სენატორ ბლანკა ოველართან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელთან, სანჯეი პრადჰანთან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩთან და ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრთან, ჰელენ კლარკთან ერთად, მაღალი დონის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტის, ჰეიდი ჰაუტალას ვიდეომიმართვაც. მაღალი დონის განხილვას მოდერირებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი უწევდა.

 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 


„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ რათა კიდევ უფრო გავზარდოთ, გავამყაროთ პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ჩვენი ვალდებულება - ზედამხედველობის ფუნქციაც განვახორციელოთ გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მან რამდენიმე მიღწევაც დაასახელა, რომელიც საქართველოს პარლამენტს ღია მმართველობის მიმართულებით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე, რომლის მიზანიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაა.

 


„ჩვენ ძალიან ამბიციური რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც უზრუნველყოფს სწორედ ამ მიზნების მიღწევას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. სწორედ ამიტომ, შემოვიტანეთ ადმინისტრაციული ცვლილებები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, გავაუმჯობესეთ შესაძლებლობები საჯარო სექტორში და ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბაზას ქმნის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ახლა ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე და ამ აქტივობის ერთერთი მიზანი არის საქართველოს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, მისი უკეთესად განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სხვა საჯარო უწყებების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას, რაც პარლამენტის ერთერთი მთავარი ფუნქციაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ერთერთი მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება.

 


„ჩვენი ერთერთი მიზანია, რომ ინსტიტუციურად გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტი და გახდეს ის ერთერთი მთავარი, რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამასაც წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“,- განაცხადა მან.

 


ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო აქტივობების შესახებ ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით, საზოგადოებისთვის ღიაა ფინანსური აქტივებიც.

 


„მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური აქტივობები არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ არ იქნება არანაირი კორუფციის შესაძლებლობები და ეჭვები კორუფციასთან მიმართებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე და ეს ყველაფერი ხდება იმ გზით, რომ საჯაროდ ხდება პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის, გამოქვეყნება. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით სხვა უწყებებს, რათა უზრუნველყონ იგივე ხარისხის ღიაობის სტანდარტის დაცვა თავიანთ უწყებებში.

 


ასევე, ჩვენ მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ელექტრონული ხელმოწერებით ისარგებლონ, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და საქართველოს პარლამენტმა, ასე ვთქვათ, შეუწყო ხელი მის შემოღებას. ასევე, გვაქვს საპარლამენტო სხდომების აუდიო და ვიდეო სესიების გადაცემა. გვაქვს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა ელექტრონული პეტიციებისა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, შემოვიღეთ ახალი მობილური აპლიკაცია. ახლა ასევე ვმუშაობთ წლიურ სამოქმედო გეგმებზე საპარლამენტო კომიტეტებისათვის და ეს წლიური სამოქმედო გეგმებიც საჯაროა მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ირაკლი კობახიძემ ყურადღება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება.

 


„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტი რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, იყოს ადაპტირებული ამ პირებზე ასევე ფიზიკურადაც ეს შენობა. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია. სწორედ ამ მიზნებისათვის ჩვენ მოვაწყეთ შესაბამისი ღონისძიებები. პირველი ღონისძიება გაიმართა 2018 წლის მარტში და ვაპირებთ, რომ ეს პრაქტიკა გახდეს რეგულარული და მომავალშიც უზრუნველვყოთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ხელმისაწვდომობა, რათა ვიყოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, ზოგადად, მთლიანად საზოგადოებისათვის, რათა უზრუნველვყოთ იგივე სტანდარტები ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც უკვე გვაქვს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც მივაღწევთ და შევასრულებთ იმ ამბიციურ გეგმებს და წარმატებით დავასრულებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 


საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი